ფეხბურთი

21:48 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსიდან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

„ლიდს იუნაიტედიდან“ მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამერიკელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა, რადგან იორკშირელებს უკვე 8 ტურია არ მოუგიათ და „ევერტონთან“ ერთად მე-18 ადგილს იყოს.

მარში „ლიდს“ 2022 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში, როდესაც მარსელო ბიელსა შეცვალა. მასთან ერთად კლუბს მისი სამი თანაშემწეც დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ლიდს იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნოტინგემ ფორესტთან“ 0:1 წააგო. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ჯესი მარშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126907