ლა ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში „სევილიას“ წინააღმდეგ სერხიო ბუსკეტსი მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო. ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და გაირკვა, რომ დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდება.
სამედიცინო კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ სერხიო ბუსკეტსს კოჭის იოგი აქვს დაჭიმული. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ეს ტრავმა ნიშნავს იმას, რომ ბუსკეტსი ლა ლიგის ორ მატჩს, „ვილიარეალის“ და „კადისის“ წინააღმდეგ და ასევე ევროპის ლიგის მატჩს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.
„ბარსელონამ“ მატჩი, რომელშიც ბუსკეტსი დაუშავდა, ალბას, გავის და რაფინიას გოლებით 3:0 იმარჯვა და ესპანეთის ლა ლიგაში თავისი უპირატესობა „რეალ მადრიდთან“ 8 ქულამდე გაზარდა.
სერხიო ბუსკეტსს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ მაისურით 27 მატჩი აქვს ჩატარებული.