ქობულეთის „შუქურამ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გუნდი საშინაო შეხვედრებს ბათუმში, „ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზა"-ზე ჩაატარებს:
„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ქობულეთის "შუქურა" საშინაო შეხვედრებს ბათუმში "ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზა" - ზე ჩაატარებს.
„მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით კი ბათუმის "დინამო" - ს პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს. მან გაითვალისწინა გუნდის მფლობელისა და ქობულეთელი გულშემატკივარის გულისტკივილი და ნება დაგვრთო დაეთმო ჩვენთვის საკუთარი არენა.
ასევე მადლობას ვუხდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, რომლებმაც გუნდის მფლობელთან და არჩილ ბერიძესთან ერთად კლუბის გადარჩენის რეალური გზა გამონახეს“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ქობულეთის შუქურამ ეროვნული ლიგა 2-ის გასული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. გუნდში გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო, რასაც მთავარი მწვრთნელის წასვლა მოჰყვა. მომავალი სეზონიდან „შუქურას“ უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს.