ფეხბურთი

12:18 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttonapoli: “კვარა და ოსიმენი ნეაპოლის ოქროები არიან“

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მორიგი კარგი თამაშის შემდეგ, ისინი კვლავ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ:



„უცხოპლანეტელები: ეს არის ემბლემატური სათაური, რომელიც Gazzetta dello Sport-მა აირჩია ოსიმჰენისა და კვარაცხელიას მიერ შექმნილი შემტევი დუეტის აღსანიშნავად: „სადაც არ უნდა ითამაშო, „მარადონაზე“ თუ მის ფარგლებს გარეთ, კუთხეებში ყოველთვის ფრიალებს საქართველოს და ნიგერიის დროშა. ეს ორი ფეხბურთელი შეტევაში ნეაპოლის ოქროები არიან. „სპეციას“ წინააღმდეგ ოსიმენი და კვარაცხელია შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ჩემპიონატის ბომბდამშენები, სრულყოფილი სინთეზი ძალას, ელეგანტურობასა და შოუს შორის.“ - წერია Tuttonapoli-ს ვებ-გვერდზე.

„ნაპოლიმ“ „სპეციას“ წინააღმდეგ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მოედანი გოლით და საგოლე პასით დატოვა. ქართველ შემტევს სერია A-ში უკვე 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი დაუგროვდა.

0.117325