ფეხბურთი

2:10 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "რეალთან" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის მეოცე ტურში მადრიდის „რეალის“ მარცხით ისარგებლა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

„ბარსამ“ შინ „სევილია“ დაამარცხა, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, რადგან სტუმრებმა კატალონიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. მეორე ნახევარში კი ჩავის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ჟორდი ალბამ გახსნა, გავიმ უპირატესობა გაზარდა, ხოლო რაფინიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვინაიდან, მანამდე „რეალმა“ „მალიორკასთან“ წააგო (0:1), „ბარსელონას“ უპირატესობა უკვე 8-ქულიანია. შედეგად, „ბლაუგრანა“ ჩემპიონობისკენ დამაჯერებლად მიიწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127605