ფეხბურთი

23:51 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "სიტის" მოუგო და "არსენალის" საქმეც გააკეთა

ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ სტუმრად დაუპირისპირდა და შეეძლო „არსენალთან“ ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

„მეთოფეებმა“ შაბათს „ევერტონთან“ წააგეს და „სიტის“ შეეძლო კონკურენტთან ახლოს მისულიყო, მაგრამ თვითონაც დამარცხდა. ეს კი ჰარი კეინის დამსახურებაა, რომელმაც მატჩის ბედი მე-15 წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა და ლონდონელებმა მოიგეს.

სხვათა შორის, კეინი „ტოტენჰემის“ ისტორიაში 267 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გარდა ამისა, პრემიერლიგაში მე-200 გოლი გაიტანა და სულ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა.

„სიტი“ 45 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, „არსენალს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. „ტოტენჰემმა“ 39 ქულა დააგროვა და ოთხეულში მყოფ „ნიუკასლს“ ერთ ქულამდე მიუახლოვდა.

0.113034