ფეხბურთი

21:51 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავმა თამაშმა "ვალენსია" მორიგი წაგებისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში „ვალენსია“ „ჟირონას“ ესტუმრა და ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია - 0:1.

გიორგი მამარდაშვილი თავის გუნდში ისევ საუკეთესო იყო! ქართველმა მეკარე 7 დარტყმა მოიგერია, მაგრამ მისი დიდებული გარჯა „ღამურებს“ ქულის მოსაპოვებლად არ ეყოთ. 63-ე წუთზე გიორგის ბორხა გარსიამ აჯობა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

მამარდაშვილს „ვალენსიას“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება ერგო და აშკარაა, რომ „ლოს ჩეში“ ის ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ კლუბს დაცვასა და შეტევაში თამაში ძალიან უჭირს. აღსანიშნავია, რომ მატჩში 7 სეივი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდია - ერთ შეხვედრაში ამდენი დარტყმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში არავის მოუგერიებია.

ვორო გონსალესის გუნდი 20 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ვალენსია“ 11 თებერვალს, „ბილბაოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.136691