ფეხბურთი

18:45 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მომავალში კვარაცხელიას გოლს ოსიმენი გაატანინებს"
"კვარამ აჩვენა გუნდურობა, რომელიც ინდივიდუალიზმზე წინ დგას"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა. როგორც მან თქვა, კვარამ საგოლე პასის მომენტში აჩვენა, რომ გუნდურობა ინდივიდუალიზმზე წინ დგას, მომავალში კი გოლს მას ოსიმენი გაატანინებს.

„ჩვენ გვჭირდება კვარას და ოსიმენის ხარისხი, მათი იმპროვიზაცია და ფანტაზია. ისინი კარისკენ მიმავალ გზას ხსნიან და სხვებსაც უხსნიან. იოლი არ იყო ისეთი ტემპი პოვნა, როგორსაც შეჩვეული ვართ, რადგან მოედნის საფარი ძალიან ცუდი იყო. მნიშვნელოვანია გუნდისთვის თამაში და ხელმისაწვდომობა, როგორც ეს კვარამ ოსიმენის გოლის მომენტში გააკეთა. ეს არის გუნდური თვისებები, რაც ამ ბიჭებს აქვთ.

დღეს კვარამ ოსიმენს გოლი გაატანინა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგში ოსიმენი გოლს უკვე კვარას გაატანინებს. ეს არის, ხელმისაწვდომობისა და მეგობრობის საკითხი, გუნდური სულისკვეთება ინდივიდუალურზე წინ დგას. კვარაცხელია პენალტისტია? დიახ, მაგრამ სხვებიც არიან, ვისაც პენალტის შესრულება შეუძლიათ“, - თქვა სპალეტიმ.

„ნაპოლის“ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში 12 თებერვალს კი ნეაპოლელთა მეტოქე „სტადიო მარადონაზე“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ თუ ოსიმენი სერია A-ში გოლებით ლიდერობს, საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე კვარაცხელიაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109872