ფეხბურთი

15:18 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებზე წერს

„ნაპოლი“ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასის მოუმატოს. ამის შესახებ La Repubblica იტყობინება.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელები კვარას კონტრაქტს ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ, ხოლო მისი ხელფასი გაორმაგებდა. ამჟამად, კვარა წელიწადში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ კონტრაქტის განახლების შემდეგ მისი ხელფასი 2.4 მილიონი ევრო გახდება.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, მაგრამ სავარაუდოდ ეს სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.1187