ფეხბურთი

13:50 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "იმდენად გაბრაზებული ვარ, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ვულვზთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა განსაკუთრებით ცუდად საწყის 15 წუთში ითამაშა.

„მომავალში თამაში ასე არ უნდა დავიწყოთ. როდესაც ასე თამაშობ, აზრი არაფერს აქვს, პრემიერლიგაში ეს დაუშვებელია. სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაში. „ევერტონმა“ „არსენალს“ მოუგო, კარგი იმპულსი მიიღო, ამიტომ, ჩვენი ამბიციების დამტკიცება მოგვიწევს.

თუმცა, ახლა იმდენად გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით პირველი 15 წუთის გამო, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. შეიძლებოდა ანგარიში 1:2 გაგვეხადა და ყველაფერი შეიცვლებოდა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ „ვულვზმა“ 3 ქულა დაიმსახურა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ მიმდინარე წელს პრემიერლიგაში თამაში არ მოუგია - 1 ფრე, 4 წაგება. შედეგად, „მერსისაიდელები“ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე არიან.

0.130988