ფეხბურთი

12:50 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ "ნაპოლი" ოსიმენს გაყიდის

„ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს ევროპული გრანდები იწვევენ, მაგრამ იტალიური კლუბი მასთან იოლად შელევას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, ნიგერიელ ფეხბურთელს „ჩელსი“, „პარი სენ ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან, მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევრო გაიღონ.

Gazzetta Dello Sport-ი კი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორს 100 მილიონ ევროდ არ გაყიდის. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ოსიმენს მხოლოდ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა და ეს მინიმალური ზღვარია.

აფრიკელ ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა, „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.102614