ფეხბურთი

12:00 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო "ბენევენტოდან" გაათავისუფლეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო „ბენევენტოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

მას შემდეგ, რაც „ჯალოროსიმ“ სერია B-ს მორიგ ტურში „ვენეციასთან“ შინ წააგო (1:2), კლუბის პრეზიდენტმა კანავაროს კარისკენ მიუთითა. მასთან ერთად დაითხოვეს მისი ძმა და თანაშემწე, პაოლო კანავარო, აგრეთვე კლუბის სპორტული დირექტორი პასკუალე ფოჯა.

კანავარომ „ბენევენტო“ გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა, მაგრამ გუნდს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის გამოც დაითხოვეს. ფაბიო მანამდე „გუანჯოუში“, „ტიანჯინში“, „ალ ნასრსა“ და ჩინეთის ნაკრებში მუშაობდა. „ბენევენტო“ სერია B-ში 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.114142