ფეხბურთი

2:10 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ ვერ მოიგო, თუმცა მდევრებს მეტი ქულით გაუსწრო

საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლმა „ატლეტიკომ,“ შინ ლამის გასავარდნად განირულ „ხეტაფეს“ ვერ აჯობა, თუმცა დაწყებიდან ერთი საათის თავზე, ანხელ კორეას გატანილი გოლით იგებდა. სტუმრებმა ბოლოსკენ გაათანაბრეს, 83-ე წუთზე ენეს უნალმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

საინტერესოა, რომ კორეას გოლი მსაჯმა თავიდან არ ჩათვალა თამაშგარეს მიზეზით. ის მაშინვე შეცვალეს. რამდენიმე წამის შემდეგ კი ვარ-მა გოლი დაამტკიცა და კორეას გოლის აღნიშვნა სათადარიგოთა სკამიდან მოუწია...

ახლა „ატლეტიკოს“ 35 ქულა აქვს და კვლავ მეოთხე ადგილზეა. ფრის მიუხედავად, მადრიდელები უკვე ოთხი ქულით უსწრებენ უშუალო მდევრებს, „ვილიარეალსა“ და „ბეტისს.“ „ვილიარეალმა“ „ელჩესთან“ წააგო.

დღის გვიან მატჩში კი ნამდვილი თრილერი გათამაშდა. ჯერ „სელტა“ უგებდა მასპინძელ „ბეტისს.“ შემდეგ მანუელ პელეგრინის შეგირდები დაწინაურდნენ. საბოლოოდ მაინც სტუმრებმა იმარჯვეს - 3:4. გუნდებმა 103 წუთი ითამაშეს ამ დრამატულ შეხვედრაში.

კატალონიელერბმა და ბასკებმა ერთმანეთს ბარსელონაში, „კორნელია ელ პრატზე,“ დიდი ომი გაუმართეს. „ესპანიოლი“ „ოსასუნას“ მასპინძლობდა, მათი შეხვედრა 1:1 დასრულდა, თუმცა მსაჯმა, ხესუს ხილ მანსანომ ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გააძევა და შვიდი გააფრთხილა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-20 ტური. 4 თებერვალი

ატლეტიკო - ხეტაფე 1:1

მადრიდი. „მეტროპოლიტანო“

1:0 კორეა (60), 1:1 უნალი (83 პენ)

ატლეტიკო: ობლაკი, მანდავა, ერმოსო, სავიჩი, მოლინა, დე პაული (დეპაი 85), კოკე, ლემარი (ლორენტე 61), კორეა (კარასკო 61), გრიზმანი, მორატა (საული 75)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ხეტაფე: სორია, ალვარესი, ალდერეტე, დუარტე, დაკონამი, პორტუ (დამიან სუარესი 90+3), მილია (ალგობია 73), არამბარი (მუნირი 77), ალენია (ვილარი 73), უნალი, მაიორალი

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

მსაჯი: ანტონიო მატეო ლაოსი

გაფრთხილება: კოკე (57), საული (81), დეპაი (90); დაკონამი (2), პორტუ (34), ალენია (45+2), მუნირი (90+5)

ესპანიოლი - ოსასუნა 1:1

0:1 ბუდიმირი (45), 1:1 ბრეითვეიტი (59)

გაძევება: პიერ-გაბრიელი (45+4) - ესპანიოლი; აბდე (45+4) - ოსასუნა

ელჩე - ვილიარეალი 3:1

1:0 მილია (3), 1:1 მორენო (22), 2:1, 3:1 მილია (45+3 პენ, 52)

ბეტისი - სელტა 3:4

0:1 ლარსენი (6), 1:1 ხუანმი (9), 2:1 კანალესი (23), 2:2, 2:3 ვეიგა (42, 56), 2:4 აიდუ (69), 3:4 ფეკირი (84 პენ)

გაძევება: ლუის ფელიპე (90+6) - ბეტისი

0.110091