ფეხბურთი

10:24 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს.

Goal News-ის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი გუნდს მალე დაუბრუნდება და უახლოეს შეხვედრაში „პარალიმნის“ წინააღმდეგ შეიძლება ითამაშოს კიდეც.

არადა, ლიმასოლის „აპოლონთან“ მატჩში ქვილითაია ზურგის ტკივილის გამო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და არსებობდა შიში, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა, კვიპროსული პრესის ცნობით, ასე არაა და სულ მალე გიორგი ივარჯიშებს.

შეგახსნებთ, გიორგი ქვილითაიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127773