ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკო“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და საინტერესო ამბავი მოხდა - მადრიდელთა გოლი მას შემდეგ ჩათვალეს, რაც გოლის ავტორი ანხელ კორეა შეცვლილი იყო!
კორეამ გოლი გაიტანა, რომელიც მთავარმა მსაჯმა მატეო ლაოსმა გააუქმა და არგენტინელი დიეგო სიმეონემ შეცვალა. სწორედ ამ დროს საქმეში VAR-ი ჩაერია და კორეას გოლი ჩაითვალა!
სხვათა შორის, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. ზუსტად ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა 2021 წელს „სამპდორიას“ ფეხბურთელი მანოლო გაბიადინი, რომელსაც გოლის აღნიშნა კორეას დარად სათადარიგო სკამიდან მოუწია.
აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკომ“ „ხეტაფე“ ვერ დაამარცხა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.