მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული კალათბურთელი, კარიმ აბდულ-ჯაბარი „ლეიკერსის“ მომდევნო ორ საშინაო მატჩს დაესწრება, რათა იმ მომენტში, როდესაც ლებრონ ჯეიმსი მის რეკორდს მოხსნის, იქ იმყოფებოდეს.
ლებრონ ჯეიმსს NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეობისთვის კიდევ 63 ქულა სჭირდება და ივარაუდება, რომ ის ამ რეკორდს 8 თებერვალს, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ ან 10 თებერვალს, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში დაამყარებს
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს ამაღამ, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს და თუ ლებრონმა სასწაული არ ჩაიდინა და 63 ქულა არ ჩააგდო, საკმაოდ რეალური სურათი მოგვეცემა იმის, თუ როდის შეძლებს ის ლეგენდარული რეკორდის მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ კარიმ აბდულ-ჯაბარის ანგარიშზე 38 387 ქულაა, ლებრონ ჯეიმსი კი მის რეკორდს ძალიან მიუახლოვდა.