ძიუდო

22:25 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იპონით ბრწყინვალე გამარჯვება: ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია! ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის დედაქალაქში ბრწყინვალეს იასპარეზა და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.

73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანტონიო ტორნალი, იტალიელი გაბრიელე სული, ყაზახი დანიარ შამშაიევი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ ჰეონჩოელ კანს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შეხვდა, რომელთანაც აქამდე ორჯერ იყო შეხვედრილი და ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა.

თუმცა, ამჯერად, ლაშამ მეტოქის ძლევა მოახერხა, თანაც შესანიშნავ სტილში იპონით, რისთვისაც მას წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა. ამრიგად, შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, რადგან შარშანაც გამარჯვებული გახდა.

აქვე გეტყვით, რომ პარიზის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები კვირასაც იასპარეზებენ, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი.

0.127463