ფეხბურთი

21:48 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალემ სიმსივნის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა (VIDEO)

„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სიმსივნის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. საუბარია ოფიციალურ მატჩებზე.

კოტ დივუარელ თავდამსხმელს სიმსივნე ზაფხულში დაუდგინდა და სეზონის პირველი ნაწილი მთლიანად გამოტოვა. მოედანზე იანვარში დაბრუნდა, ამხანაგურ მატჩში გაიტანა კიდეც, ხოლო ბუნდესლიგაში ორი სამი მატჩი ჩაატარა. ამჯერად მან გერმანიის ჩემპიონატში გამოიჩინა თავი.

ეს „ფრაიბურგთან“ შეხვედრაში მოხდა, რომელიც „დორტმუნდმა“ დიდი ანგარიშით, 5:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108579