სერხიო რამოსმა „პსჟ“-ის ოფიციალურ არხთან არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„რამდენიმე წლის განმავლობაში მესის წინააღმდეგ თამაში ტანჯვა იყო. ახლა მისით სიამოვნებას ვიღებ. ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთს უწარმოებია“ - განაცხადა რამოსმა.
სერხიო რამოსი და ლეო მესი 10 წლის განმავლობაში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, როდესაც ერთი „რეალ მადრიდში“, მეორე - კი „ბარსელონაში“ თამაშობდა და ერთმანეთთან არაერთი წინააღმდეგობა ჰქონიათ.
ამჟამად არგენტინელი და ესპანელი ერთმანეთის მხარდამხარ „პსჟ“-ს შემადგენლობაში თამაშობენ და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. პარიზული გუნდი 21 ტურის შემდეგ 51 ქულით ლიგა 1-ს ლიდერობს.