ფეხბურთი

18:50 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შონ დაიჩის წარმატებული დებიუტი "ევერტონში": "არსენალი" დამარცხდა და "სიტის" შანსი გაუჩნდა

ლონდონის „არსენალს“ პრემიერლიგის 22-ე ტურში ფეხი დაუცდა და „მანჩესტერ სიტის“ მიახლოების საშუალება მისცა.

მიკელ არტეტას გუნდს სეზონში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, მაგრამ ხელი „გუდისონ პარკზე“ „ევერტონთან“ მოეცარა და უქულოდ დარჩა.

მატჩის ბედი ჯეიმს ტარკოვსკიმ გადაწყვიტა, რომელმაც „მეთოფეთა“ კარი მე-60 წუთზე დალაშქრა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ამრიგად, „კანფეტების“ მთავარი მწვრთნელის პოსტსზე შონ დაიჩს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

„არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ ისევ 5 ქულით უსწრებს, თუმცა „სიტი“ ამ ტურის მატჩს კვირას, „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს. ისიც სათქმელია, რომ ლონდონელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ევერტონმა“ კი 18 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა.

0.12231