ძიუდო

18:00 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია

დღეს სტარტი აიღო ძიუდოში პარიზის გრანდ სლემმა და ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა, ფინალურ ბლოკში კი მედლისთვის მხოლოდ ლაშა იბრძოლებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანტონიო ტორნალი, იტალიელი გაბრიელე სული, ყაზახი დანიარ შამშაიევი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ ჰეონჩოელ კანს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ლაშამ პარიზის გრანდ სლემი შარშან მოიგო და ტიტულის შენარჩუნებასთან ახლოსაა.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ავსტრალიელი ჯოშუა კატცი და ფრანგი ტეო რაულ ჰერბარი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ბალაბა აღაიევთან თვითონ წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სამხრეთ კორეელ ჰარიმ ლისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც ეკვადორელი ლენინ პრესიადო და ემირატების სახელით მოასპარეზე გურამ ჯავაშვილი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან წააგო და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ძალები მარიამ ციხელაშვილმა მოსინჯა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში კუბელ არნეს ოდელინ გარსიასთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

0.124073