ფეხბურთი

14:56 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ერთი სანტიმეტრიც არ დავთმოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

სპალეტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არაფერი ჰკითხეს, სკუდეტოსთვის ბრძოლასა და „სპეციასთან“ თამაშზე კი მან კომენტარი გააკეთა.

„მარტივ გამარჯვებაზე თუ ვისაუბრებთ, მახეში გავებმებით. მილანური დერბი? „სპეციას“ საერთოდ არ აინტერესებს დერბი, მას აინტერესებს ქულების მოპოვება გადარჩენისთვის. რთული მატჩი იქნება, თავდადებით უნდა ვითამაშოთ. სკუდეტო? აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი საქმე გააკეთოს, ჩვენც და გულშემატკივრებმაც, ერთი სანტიმეტრის დათმობის გარეშე. ფეხბურთელებს მოედანზე ერთი ყური ტრიბუნებისკენ უნდა ჰქონდეთ, მეორე მწვრთნელის მითითებებისკენ. თუ რომელიმე კომპონენტი აკლია, ყველაფერი რთულდება.

სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენს გარდა, კიდევ 6 გუნდია ჩაბმული. ჯერ არაფერია დასრულებული და 13-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს. რატომ არ შეიძლება სხვა გუნდებმაც გააკეთონ ის, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით? არავინ ელოდა, რომ პირველ წრეში 50 ქულას დავაგროვებდით, მაგრამ ჯერ კიდევ 54 ქულაა გასათამაშებელი, ამიტომ, ვალდებულები ვართ მატჩების მოგება გავაგრძელოთ. ოსიმენმა ჩემამდე თავით 7 გოლი გაიტანა, ჩემთან მუშაობისას კი უკვე 12? მომდევნო მწვრთნელის ხელში თავით 25 ან 32 გოლს გაიტანს, რადგან უდიდესი პოტენციალი აქვს”, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „სპეციასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 5 თებერვალს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. „აძური“ სერია A-ს 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.

0.119879