„მონცას“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ამბიციური გეგმები აქვს. როგორც მან განაცხადა, მომდევნო სეზონში მიზანი იტალიის ჩემპიონობა იქნება. ბერლუსკონი ფიქრობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელი და რეალური მიზანია.
„მას შემდეგ, რაც გუნდში პალადინო მოვიდა, ძალიან კარგად ვთამაშობთ, მხოლოდ ამ პერიოდს თუ ჩავთვლით, „მილანთან“ ერთად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ვიქნებოდით. ნამდვილად გვჯერა ამ გუნდის და ჩვენი მიზნების, გვინდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი მიზნების დავისახოთ. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო სეზონშიც და მერეც, სკუდეტოს მოგება გვინდა.
ახალი ფეხბურთელები ვიყიდეთ, რაც აქ ვართ, მოვაწესრიგეთ ბაზა და სტადიონი, ადრე თამაშზე 300 ადამიანი მოდიოდა, ახლა 10 000. ჩვენ ერთად ვართ და როგორც ჩვენს გასახდელში შეგიძლიათ წაიკითხოთ - ვისაც სჯერა იბრძვის და ვისაც სჯერა ყველა დაბრკოლებას გადალახავს, ვისაც სჯერა, ის იმარჯვებს“, - თქვა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, „მონცა“ სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და 20 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-11 ადგილზეა. ლომბარდიულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ ორჯერ დაამარცხა, „ინტერთან“ კი ფრე ითამაშა.