ფეხბურთი

0:25 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიმ კვიპროსის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ლიმასოლის „აპოლონი“ 3:1 დაამარცხა და გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა, თუმცა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

„აპოელი“ აგებდა, მაგრამ 49-ე წუთზე ქვილითაიამ პენალტით გაათანაბრა, მერე მისმა გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და მოიგო. გიორგიმ 54-ე წუთზე ზურგის დაზიანება მიიღო და მოედნიდან მისი გაყვანა საკაცით გახდა საჭირო. ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე უცნობია.

ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში მან მეშვიდე გოლი გაიტანა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თავი მეოთხედ გამოიჩინა. ლაშა დვალსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ, ორივე სათადარიგო სკამზე დარჩა.

„აპოელი“ 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლარნაკას აეკ-ს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. ნიქოზიელები მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „პარალიმნის“ შეხვდება.

0.111935