კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში პორტუგალიელმა თავისი გუნდი „ალ-ფატეჰთან“ მარცხისგან იხსნა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე რონალდუმ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. ეს კრიშტიანუს პირველი გოლია „ალ-ნასრის“ მაისურით ჩატარებულ მესამე შეხვედრაში.