ფეხბურთი

21:00 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩელსის" ტრანსფერებზე ჩემი ადვოკატის გარეშე არაფერს ვიტყვი"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო აქტივობებზე კომენტარი გააკეთა და იხუმრა, ჩემი ადვოკატის გარეშე არაფერს ვიტყვიო...

„ჩემი ადვოკატის გარეშე არაფერს ვიტყვი... ეს ხუმრობაა. მე არ ვიცნობ ბიზნესს, რისი გაკეთება შესაძლებელია, რისი - არა. მათ ნამდვილად კარგი ფეხბურთელები დაიმატეს, ამიტომ ვულოცავ. თუ შეუძლიათ ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ისარგებლებენ სიტუაციით“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯარაში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.

0.117044