ინგლისის პრემიერლიგამ სხვა ჩემპიონატებს ფინანსური შესაძლებლობებით ბევრად გაუსწრო და შეიძლება ითქვას, რომ პრემიერლიგის აუტსაიდერს ტრანსფერებში უფრო მეტი ფულის დახარჯვა შეუძლია, ვიდრე მაგალითად სერია A-ს ლიდერებს.
ეს ტენდენცია ბოლო წლებში გაჩნდა და უკანასკნელ პერიოდში ძალიან მკვეთრი განსხვავებაა. უფრო მეტიც, ინგლისური კლუბები არც ფინანსებს იშურებენ და არც შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას. მაგალითად, „ნოტინგემ ფორესტმა“ ბოლო ორ სატრანსფერო პერიოდში, ანუ ბოლო 6 თვეში 30 ფეხბურთელი დაიმატა!
„ფორესტის“ ბოლო ახალწვეული პსჟ-დან კეილორ ნავასია, თუმცა, მანამდეც არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი შეიძინა. ეს შედეგებზეც ისახება და „ნოტინგემი“ პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი 4 ქულით უსწრებს.
გასულ ზაფხულსა და იანვარში „ნოტინგემ ფორესტის“ ახალწვეულთა სრული სია ასეთია:
ბრენდონ აგილერა (ალახუელენსედან)
სერჟ ორიე (თავისუფალი აგენტი)
ტაივო ავონი (უნიონიდან)
ანდრე აიუ (თავისუფალი აგენტი)
ლოიკ ბადე (რენი)
ჟულიან ბიანკონი (ტრუადან)
ვილი ბოლი (ვულვზიდან)
ჯოშ ბოულერი (ბლექპულიდან)
დანილო (პალმეირასიდან)
ემანუელ დენისი (უოტფორდიდან)
ფელიპე (ატლეტიკოდან)
რემო ფროილერი (ატალანტადან)
მორგან გიბს-ვაითი (ვულვზიდან)
დინ ჰენდერსონი (მანჩესტერიდან)
უი-ჯო ჰვანი (ბორდოდან)
უეინ ჰენესი (ბარლიდან)
ადნან კანურიჩი (თავისუფალი აგენტი)
შეიხუ კუიატე (კრისტალ პალასიდან)
ჯესი ლინგარდი (მანჩესტერიდან)
რენან ლოდი (ატლეტიკოდან)
ორენ მანგალა (შტუტგარტიდან)
კეილორ ნავასი (პსჟ-დან)
მუსა ნიახატე (მაინციდან)
ლუის ო’ბრაიენი (ჰადერსლფილდიდან)
ომარ რიჩარდსი (ბაიერნიდან)
გუსტავო სკარპა (ნიუკასლიდან)
ჯონჯო შელვი (ნიუკასლიდან)
ჰარი ტოფოლო (ჰადერსფილდიდან)
ნეკო უილიამსი (ლივერპულიდან)
კრის ვუდი (ნიუკასლიდან)
აქვე გეტყვით, რომ „ნოტინგემი“ ინგლისის პრემიერლიგაში გასულ ზაფხულს 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.