ფეხბურთი

18:26 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელიამ მოუკლო, იმედია ეს სატრანსფერო ხმებით არაა გამოწვეული"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო რენიკა ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოუკლო. როგორც მან თქვა, ქართველმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მოუკლო.

„უნდა ითქვას, რომ კვარამ შთამბეჭდავად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ვარდნა განიცადა. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი სატრანსფერო ხმებთან იყოს დაკავშირებული“, - თქვა რენიკამ.

აღსანიშნავია, რომ იგივე აზრი დააფიქსირა „ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა ბეპე ბრუსკოლოტიმ და ისიც ფიქრობს, რომ კვარა ბოლო დროს ძველებურად ვეღარ ბრწყინავს: „იმედი მაქვს, რომ კვარაცხელიას სირთულეები ტრავმებს უკავშირდება და არა სხვა ფაქტორებს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 11-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. იანვარში კვარას სიცხის გამო ორი მატჩი გაუცდა, აღნიშნულ თვეში კი თავი 1 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. ალესანდრო რენიკა "ნაპოლიში" 1985-1991 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127912