ფეხბურთი

17:15 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელები ჩემპიონობის შემთხვევაში ბონუსებს მიიღებენ

იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელები სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ბონუსებს მიიღებენ. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ ფეხბურთელებს სეზონის ბოლოს საჩუქარი გაუკეთოს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მხოლოდ ლუჩანო სპალეტის უწერია პრემია ჩემპიონობაზე, მაგრამ დე ლაურენტისი ფეხბურთელებსაც გადაუხდის.

ჯერჯერობით, არ დასახელებულა კონკრეტული თანხა, რომელსაც ფეხბურთელები მიიღებენ, მაგრამ ცნობილია, რომ დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ პირადად დაიბარა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა მიმდინარე სეზონში მიზანთან ძალიან ახლოსაა, რადგან უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111342