ლუჩანო სპალეტი სერია A-ში იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ტოსკანელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მეორედ მოიგო.
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით იანვარში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, მათ შორის, „იუვენტუსისა“ და „რომას“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციასთან“ გამართავს.