ლონდონის „არსენალმა“ გაბრიელ მარტინესლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა შეინარჩუნა.
21 წლის ბრაზილიელმა „მეთოფეებთან“ გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.
მიმდინარე სეზონში მარტინელიმ ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ პრემიერლიგას ლიდერობს, „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.