ფეხბურთი

14:25 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კუპერი სირიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი სირიის ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

67 წლის არგენტინელი სპეციალისტისთვის ეს მე-5 ქვეყანაა, სადაც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. მანამდე კუპერი საქართველოს გარდა, ეგვიპტის, უზბეკეთისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებებს ავარჯიშებდა.

სხვადასხვა გუნდების გარდა, კუპერი იყო „მალიორკას“, „ვალენსიასა“ და „ინტერის“ თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ ექტორ რაულ კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115431