რაგბი

21:00 | 2.02.2023 | ნანახია 938 - ჯერ

ხვალ დიდი 10 განახლდება

ბორჯღალოსნების წლის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე გულშემატკივრებს გასახურებლად შიდა ჩემპიონატის შეხვედრები ელით. საქართველოს 23-ე ჩემპიონატი, დიდი 10 3-4 თებერვალს მე-12 ტურის თამაშებით განახლდება.

კალენდარი ისე დაიგეგმა, რომ შიდა ჩემპიონატის შეხვედრები სანაკრებოსას არ დაემთხვეს. 3 თებერვალს სამი თამაშია, 4-ში კი ორი. 4 თებერვალს ჩატარდება პირველი ლიგის მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრა.

დიდი 10-ის მე-12 ტურის პირველი მატჩი 3 თებერვალს, „რაგბი პლატოზე“ 13 საათზე დაიწყება და მასში ორი უძველესი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი ბოლნისის ‘ყოჩები’ საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს.

მიმდინარე სეზონში ბოლნისელებმა 6 შეხვედრა მოიგეს, 5 დათმეს და ჯამში 26 ქულით საფლეიოფო მე-6 პოზიციაზე არიან, თუმცა მას მხოლოდ თითო ქულით ჩამორჩებიან ‘ბათუმი’ და ‘ხვამლი’. ამიტომ, ‘ყოჩებისთვის’ ყველა ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ‘ლოკომოტივი’ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ შეხვედრა არ მოუგია და 11 თამაშიდან 3 ქულით ბოლო ადგილზეა, თანაც ისე, რომ ‘აკადემიას’ 18 ქულით ჩამორჩება და დიდ 10-ში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. პირველ წრეში ‘ყოჩებმა’ 32:18 იმარჯვა, მაგრამ ბონუსი ვერ აიღო.

15 საათზე მიმდინარე გათამაშების ლიდერი ‘ხარები’ ქუთაისის ‘აიას’ რუსთავში მასპინძლობს. ეს შეხვედრა აღდგენილი „სარბიელის სინისთვისაც“ იქნება, რომელსაც რუსთაველები აგერ უკვე 5 თამაშია ფლობენ.

‘ხარებმა’ 11-იდან 9 თამაში მოიგო და 39 ქულით პირველ ადგილზეა. ‘აიას’ 5 მოგების წილ ამდენივე მარცხი და ერთი ფრე აქვს, 27 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციაზეა. პირველ წრეში ქუთაისში დიდი ბრძოლა გაიმართა და ‘აიამ’ ლიდერს ორიდან ერთი მარცხი აგემა – 27:26.

დღის ბოლო მატჩში დედაქალაქური დერბია. ‘ლელო-სარასენსი’ ‘აკადემიას’ „დიღომი არენაზე“ 17 საათზე დაუხვდება. ‘ლელო’ 8 მოგებით, ერთი ფრით და 36 ქულით მეორე პოზიციაზეა, ‘აკადემიას’ კი 4 მოგება აქვს და 21 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ „მხატვრებმა“ წლის ბოლოს მიჯრით სამი თამაში მოიგეს და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი დაიბრუნეს. 5-თამაშიანი გამარჯვებების სერია აქვს დიდ დიღმელებს. პირველ წრეში ‘ლელომ’ ბონუსის გარეშე, 28:13 მოიგო.

ორი თამაშია 4 თებერვალს. 14 საათზე ‘ხვამლი’ მუხიანში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მიიღებს. ლიგის დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ დაამტკიცა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდია და 4 მოგებასთან (3 ბონუსით) ერთად, 7 წაგებულ მატჩში მცირე სხვაობისთვის 6 ნუგეშ ქულა აიღო. შედეგად, ის 25 ქულით მე-8 პოზიციაზეა და ‘ბათუმს’ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ‘ყაზბეგს’ 29 ქულა (6 მოგება, 5 მარცხი) აქვს და მე-4 ადგილზეა. პირველ წრეში ის ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც მუხიანელებს ნუგეშ-ქულა არ დაანება და პირიქით, ბონუსი თავად აიღო – 33:13.

ტური ბათუმში დასრულდება. მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ ქუთაისის ‘არესს’ 16 საათზე მასპინძლობს. ზღვისპირელებმა 5 თამაში მოიგეს, 25 ქულა აქვთ მე-7 ადგილზე არიან. ‘არესი’ 7 მოგებით და 32 ქულით მე-3 საფეხურზეა, თუმცა სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, დარჩენილ 7 ტურში ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. პირველ წრეში ქუთაისელებმა გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მეტოქე ბონუსით, 43:19 დაამარცხეს.

RUGBY.GE

თეგებიდიდი 10

კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:22 | 18.03.2014
ბაბუ (11760)

ლივერპულის ჩემპიონობა კი მინდა,მაგრამ ძალიან გაუჭირდება,სიტი მთავარი კონკურენტია,ჩელსი მაუს ხელში ფინიშზე უფრო მოუმატებს თუ ამ გუნდებს მოუგებს პირად მატჩებს მაშინ ლივერპულს კარგი შანსი ექნება ჩემპიონობის.
სამეულს და ლიგის საგზურს მე მგონი არ გაუშვებს ხელიდან.

21:28 | 17.03.2014
ogafa (10230)

სუარესმა ისევ გამოიჩინა თავი

15:38 | 17.03.2014
ukleba (17336)

ძალიან მინდა ლივერპული გახდეს ჩემპიონნი-ეპლ-ში ამ გუნდს ვბალეშIკობ მარა ძაან მეეჭვება-ალბათ სიტი-ჩელსის ვერ მოერევიან

15:12 | 17.03.2014
a_milan_c (21)

ლივერპულს საღორ, მაგრამ ამ ჯერარდმა მგონი მე-10 პენალტი გაიტანა ამ სეზონში )))

Online Games ==>> stripslashes((strlen('www.snowbad.com')>0?' www.snowbad.com':' www.snowbad.com'))

14:56 | 17.03.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგარი თამაში იყო და მაგრად გამახარეს რა.უძლიერესებო ოყვნენ სტივი ხო საოცრებაა.მესამე პენალტი არ უნდა დაედო მაგრამ მსაჯს ვერ დააბრალებთ ვერაფერს მოგება თუ გინდა გოლიც უნდა გაიტანო და გოლი კიარა კარში ძლივს არტყამდნენ.ჩვენთვის საძულველ გუნდს თAვისივე სტადიონზე ჰადიკაპი დავადეთ და ჩემპიონობის შანსიც გაჩნდა მე ამის იმედი მაქ.

13:37 | 17.03.2014
Pharrell (1884)

მსაჯის მოქმედებებზე ლაპარაკი ზედმეტია,მაგრამ გუშინ სრულიად მანჩესტერი(დე ხეას გარდა) ერთი დიიიიიიიიიდი ნ.ე.ხვ.ის ტომარა იყო !!!

13:00 | 17.03.2014
NGoLo KaNte (36472)

სგ სგ ლივერს

12:29 | 17.03.2014
alcantara___ (13618)

მადრიდისტა ლიგაზე სულ რო ასპასებით ითამაშოს ესე სამარცხვინოდ არ გამოვა როგორც ბოლო წლებია ეს ინგლისური "გრანდები" გამოდიან ერთადერთი კლუბია რომელსაც ბარსელონასთვის აქვს მოგებული ორჯერ ნოუ კამპზე არაესპანაური გუნდი მაქვს მხედველობაში... ლიგაზე დაბრუნდებიან ეგ უეჭველია მაგრამ 4 ქულა დიდი სხვაობა არაა რო დაკარგონ სიტიმ და ჩელსიმ კიდევ ქულები შანსი ექნებათ თუმცა ესენი ისეთი უიღლოები არიან 3-4 თამაშს ზედიზედ წააგებენ ნორვიჩებთან და ასტონ ვილებთან DD

12:24 | 17.03.2014
z1koo (166)

ბრავო ლივერპოლს ვიდიჩს ისეთი სახე ქონდაგეგონება 10 წელი კიდე მანჩესტერში უნდა ითამაშოსო :დ :დ :დ

12:09 | 17.03.2014
kapitani barsamgido (370)

საღოლ ლივერპულს,მარტლაც რომ კარგი შანსი აქვს ჩემპიონობის ლივერპულს,გუშინ კალენდარს გადავხედე იმ 4 გუნდის ვინც ჩემპიონობისთვის იბრდზვის და ხველაზე ადვილი კალენდარი ლივერპულს აქვს,2 თამაშია გამოსარჩევი რომელიც დიდი ალბათობით ჩემპ[იონობის ბედს გადაცხვეტს სიტის და ჩელსის სახლში იღებს, თუ ორივეს მოუგო ლივერპულმა მე მგონი ჩემპიონობიც გახდება,იმსახურებ ჯერარდი პრემიერლიგას ერთხელ მაინც,ეს სუარესი ხომ საერთოდ გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს,უკვე დზალიან დაიხვეცა ხველანაირად ტექნიკასთან ერთად პასიც და მოედნის ხედვაც,ნებისმიერი დისტანციიდან ნებისმიერი ადგილიდან შეუდზლია გოლის გატანა,დზალიან მინდოდა ეგ რომ ბარსელონაში გადმოსულიხო აიაქსიდან მაგრამ გვარდიოლამ რატომღაც სანჩესი აირჩია რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა,ეხლა რომ სუარესი ბარსაში იხოს ცარმომიდგენია მოცინააღმდეგე გუნდების ციოკი,ეხლა უკვე მატარებელმა ჩაიარა ლივერპული აღარც გახიდის სუარესს და თუ გახიდის ასტრონომიულ თანხად. სერიოზული გუნდი დადგა ლივერპული მომავალ ცელს თუ დდაიმატა ხველა რგოლში თითო მაღალი კლასის შემსრულებელი მაღალი მიზნები ექნება ლიგაზეც.

11:30 | 17.03.2014
სავაშა__ (6590)

აუ რა შეტევის ხაზი ჰყავს ლივერპულს ^_^ არ მიყურებია გუშინ მატჩისთვის, მაგრამ როგორც ფორუმზე გავიგე მსაჯს "უვაჟკაცია". თუმცა, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მოგება დამსახურებულია.

11:06 | 17.03.2014
komentatori (2299)

ლივეეეერ. სუარესი დღეს იბრასაც მირჩევნია, კავანისაც და აგუეროსაც. ძალიან მაგარი ფორვარდია.

10:58 | 17.03.2014
CR7NOLE (15561)

სტატიის ავტორს საღოლ მაშინ ლივეროულს 4.5 კუში ქონდა და ფავორიტად ჩავიდაო ) ორიანი მედ. მახსოვს პენალი გაიტანა მანჩესტერმა და ამოტენეს მერე ))

10:11 | 17.03.2014
jokua (3910)

ეგრე რა,ეხლა მშვიდად ვარ უფრო.ჩემპიონობის ამბიცია ისევ არ მაქვს,მაგრამ მესამე ადგილი მინდა.


ინ მოიეს ვი თრასთ.

20:55 | 17.03.2014
inamoR (1054)

მომავალ წელს შეიძლება იფიქრო მესამე ადგილზე მაგრამ წელს შანსი არაა ))))

10:08 | 17.03.2014
XoMsKi (1815)

გუშინაც ავღნიშნე, ფრესაც არ ვიმსახურებდით მაგრამ მსაჯმა იკაიფა რაფიკაზე პენალი დადო, იგივე მოხდა ჯონსონზე არ დადო, ვიდიჩი კიდე საერთოდ რატო გააგდო თითონაც არ იცის, არც შეხებია იმ სიმულიანტს საერთოდ )) რაიმე სალაპარაკო თუა ამ მატჩზე, მსაჯის გამო თორე ეკუთნოდა ლივერპულს ეს მოგება

მოიესი კიდე არაა მანჩესტერის დონის მწვრთნელი მერამდენედ გამოჩნდა

10:17 | 17.03.2014
jokua (3910)

გეთანხმები,თუმცა მსაჯი ისეთი კუთხით იდგა უბრალოდ არ შეეძლო დაენახა.სტარიჯს უნდა ეთქვა ჩემი აზრით,არ მოიქცა სწორად.

10:24 | 17.03.2014
XoMsKi (1815)

გვერდითა და მეოთხე მსაჯი პირდაპირ უყურებდნენ ) კართან რო მსაჯია მის წინ გაითხლარშა სტარიჯი და ეგ ვერ დაინახა დავიჯერო? ))

10:07 | 17.03.2014
maxo_65 (5844)

გასაგდებია მოიესი, არც ადრე მომწონდა ეს მრწვთნელი

08:31 | 17.03.2014
gerrard__8 (201)

ნუ ალბათ არავინ დაობთ იმაზე რომ ლივერპულს ეკუთვნოდა ეს მოგება და ყველაფერში აჯობა მანუს, მსაჯის შეცდომების მიუხედავად

08:16 | 17.03.2014
Madridista_მადრიდისტა (163)

ლივე საუკეთესო ფორმაშია. წესით ან ლივე გახდება ჩემპიონი ან სიტი

06:06 | 17.03.2014
mushni (93569)

ლივე ჩემპიონDDDDDDDDD

05:16 | 17.03.2014
samtrediel (8001)

ეს სუარესი რა გიჟია. მისი ელვისებური გარღვევები მევასება მაგრად. თან რა სწრაფად აკეთებს ყველაფერს. ქარიზმატულად გამოსდის.

06:05 | 17.03.2014
mushni (93569)

კი მასეა

04:08 | 17.03.2014
M.U2015 (19400)

არაუშავს გამოვალთ ამ რთულ მდგომარეობიდან და მერე ყველა მიიხებს თავისას

08:16 | 17.03.2014
Madridista_მადრიდისტა (163)

რაღაც არა მგონია მანჩემ ერთი 5 წელი რამე ქნას

06:05 | 17.03.2014
mushni (93569)

DDDDDDDDDDDDDDD როდის

03:57 | 17.03.2014
RonnieJamesDio (1976)

ჩემმა ბიჭმა კიდე რა თხარა ქათმებს უკანალში

06:05 | 17.03.2014
mushni (93569)

გოუძლეს

03:56 | 17.03.2014
RonnieJamesDio (1976)

ფორმაში იქნებიან აბა რა იქნებიან? პრემიერლიგის გარდა ლივერპული არსად თამაშობს და სეზონის ბოლოს ეგენი უნდა იყვნენ ფორმაში აბა ვინ

08:17 | 17.03.2014
Madridista_მადრიდისტა (163)

თორე ლიგაზე რო გამოვიდნენ ხო რას ამბობ 2 გუნდი უკვე გამოვარდა 2ც შემდეგ კვირაში გამოვარდება

06:06 | 17.03.2014
mushni (93569)

+1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063509
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
938