არგენტინელი მოდელი ლიზ სოლარი, რომელიც ერთ დროს ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის ღვიძლი და გახლავთ, ამ ცხოვრების ამაოებაზე სწუხს და განსაკუთრებით მამაკაცთა სქესს განაქიქებს. როგორც აღმოჩნდა, კაცებმა ამ ქალს ნამეტნავად ატკინეს გული და ამის თქმას სოლარი საჯაროდაც კი არ ერიდება.
ლიზის ბოლო სატრფო (რეალურად ქმარი), ხელმოცარული და არცთუ მდიდარი ესპანელი, სერიალების მსახიობი იყო, რომელმაც ლიზის დიდი შრომით ნაშოვნ ფულებს წირვა გამოუყვანა და ესეც არ იკმარა - საყვარელი გაიჩინა, რასაც ცნობილი მოდელი და საზოგადო მოღვაწე ბუნებრივია უკვე ვეღარ შეეგუა.
„ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა“ - დაახლოებით ასე ჟღერდა ლიზ სოლარის სიტყვები ერთ-ერთ არგენტინულ ბულვარულ გამოცემასთან საუბრისას. ახლა უკვე ჩვენს ფანტაზიასა და ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის სიყვარულზეა ეს „ჩაცმა“ და „გახდა“ პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ გადატანითი მნიშვნელობით.