კრიშტიანუ რონალდუს, ხელფასის უმეტეს ნაწილს საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან უხდიან.
The Athletic-ის ცნობით, პორტუგალიელი „ალ-ნასრში“ წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კლუბი ამ თანხის მხოლოდ 10%-ს იხდის. დარჩენილი 90% საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან იფარება.
„ეს არის შესაძლებლობა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან გვერდიგვერდ ვიყოთ. ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი კლუბისთვის, საუდის არაბეთისთვის და მთელი რეგიონისთვის.“ - თქვა ალ-ნასრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ამ ინფორმაციის კომენტარზე უარი თქვა.
ერ-რიადის კლუბში 37 წლის პორტუგალიელმა ორი მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით სასარგებლო მოქმედებებით არ გამორჩეულა - 2 მატჩი, 0 გოლი.