Goal.com-ის ცნობით, „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეშმა, თურქული „ბეშიქთაშისგან“ მიიღო შეთავაზება.
წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ნახევარმცველის მაღალი ხელფასი იყოს.
თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 8 თებერვალს იხურება.
შეგახსენებთ, რომ ზიეშის ტრანსფერი პსჟ-ში ლონდონური კლუბის გამო ჩაიშალა. 29 წლის მაროკოელის მოქმედი ხელშეკრულება „ჩელსისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში ზიეშმა „არისტოკრატების" მაისურით ყველა ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია