ფეხბურთი

14:19 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

უცნობმა პირებმა ძოფის 1982 წლის ხელთათმანები მოიპარეს

დაუდგენელმა პირებმა იტალიის ნაკრების ყოფილ მეკარეს, დინო ძოფს, ხელთათმანები მოიპარეს, რომლებითაც მან 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.“ -იუწყება La Gazzetta dello Sport.

ხელთათმანები რომში, საქველმოქმედო საღამოზე გახლდათ გამოფენილი, რომელიც იტალიის ნაკრების 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

ძოფი 40 წლის ასაკში 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ. მაშინ ფინალურ მატჩში იტალიამ დასავლეთ გერმანიას 3:1 მოუგო და ისტორიაში მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი. ძოფი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114458