ფეხბურთი

11:46 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანმა „ბაიერნში“ კანსელუს დებიუტი შეაფასა

მიუნხენის „ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, „მაინცთან“ (4:0) გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, გუნდის ახალწვეულის, ჟოაუ კანსელუს დებიუტი შეაფასა.

„ჟოაუმ დღეს ძალიან კარგად ითამაშა. კრეატიული იყო. ნახეთ პირველი პასი?, როგორ გამოიყენა ფეხის გარეთა მხარე. თომას მიულერს ორი კარგი პასი მისცა. მოედნის სიღრმიდანაც ხშირად ერთვებოდა შეტევებში.

ეჭვი არ მეპარებოდა ჟოაუს თამაშში. მან ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში 160 მატჩი ჩაატარა.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Reuters.

0.115465