ფეხბურთი

10:52 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მე-12 საშინაო მატჩი მოიგო

2 თებერვალს, „ოლდ ტრაფორდზე,“ ინგლისის ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნოტინგემ ფორესტი“ 2:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა - 3:0) და ფინალში გავიდა.

საინტერესოა, რომ „წითელმა ეშმაკებმა" უკვე ზედიზედ მეთორმეტე საშინაო შეხვედრა მოიგეს, ყველა შეჯიბრის გათვალისწინებით. ასეთი რამ ალექს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ აღარ მომხდარა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, რომელიც 26 თებერვალს, ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება. ნახევარფინალში „კაჭკაჭებმა" „საუთჰემპტონს" აჯობეს (1:0, 2:1).

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი 5 გოლით, მარკუს რაშფორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117894