„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ, იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომასთან“ გამარჯვების შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„კრემონეზემ“ კარგი მატჩი ჩაატარა. დიდ კლუბებთან გასამარჯვებლად იღბალია საჭირო, მაგრამ ჩვენ ეს მოგება დავიმსახურეთ.
გუნდურად ვაჯობეთ მეტოქეს. ასეთ თამაშს ჩემი ფეხბურთელებისგან არ ველოდი. „რომამ“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვერაფერი მოგვიხერხა“ - ციტირებს ტვიტერში ბალარდინს სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ცნობისთვის, ბოლოს „კრემონეზემ’ იტალიის თასის ნახევარფინალში 1986/1987 წლების სეზონში ითამაშა. სადაც „ატალანტასთან“ დამარცხდა (0:0, 0:2).