კალათბურთი

22:51 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე და "ტენერიფეს" გამარჯვება

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქული „დარუშაფაქა“ მისსავე მოედანზე დამაჯერებლად, 80:59 დაამარცხა.

ესპანელებმა პირველივე ტაიმში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვება ადვილად მოიპოვეს.

მატჩის MVP გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 19:19 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით ლიდერია და მესამე შეხვედრას 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114959