ფეხბურთი

20:26 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ „გაზიანთეფს“ ესტუმრა და 1:4 წააგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასი მიითვალა.

არადა, ანტაკიელები იგებდნენ: 27-ე წუთზე ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ყველას აიუბ ელ კააბიმ დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, შემდეგ სტუმრებმა 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს.

ლობჟანიძე მე-60 წუთზე შეცვალეს. საბამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააკეთა საგოლე პასი, მთლიანობაში კი სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„ჰატაისპორი“ 20 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 თებერვალს, „ქასიმპაშას“ ესტუმრება, რომელიც მე-13 პოზიციაზეა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გუნდს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

0.126846