ფეხბურთი

18:52 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეოცე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ სტუმრად „გაბალა“ 3:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ვოლკოვმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 65-ე წუთამდე ითამაშა და 4 წუთით ადრე, სანამ მოედანს დატოვებდა, გოლი გაიტანა, რითაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

27 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატის ეგიდით, ხოლო თასზე სამ შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

„საბაჰი“ 20 ტურის შემდეგ 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 7 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 6 თებერვალს, „საბაილს“ უმასპინძლებს.

0.441864