ფეხბურთი

18:20 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "ვინც ფეხბურთს თამაშობს, ყველამ იცის, რომ კვარაცხელია ფენომენია"

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც კანადური „ტორონტოს“ ნახევარმცველმა აღნიშნა, ვისაც ფეხბურთი ესმის, იცის, რომ კვარაცხელია ფენომენია.

„ნაპოლი“ მატარებელივით მიდის, მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. მათ წინააღმდეგ თამაში მეტოქეებს წინასწარ ეშინიათ, ფიქრობენ, რომ მაინც დამარცხდებიან. ვიცი, რომ ასეა, რადგან, როდესაც „იუვენტუსში“ ვიყავი ჩვენი მეტოქეებს ეშინოდათ და ახლა „ნაპოლი“ ასეთ სიტუაციაშია.

ამ „ნაპოლიდან“ ყველაზე მეტად კვარამ გამაოცა, არა მხოლოდ მისი თამაშით, არამედ ყველა თამაშზე ზემოქმედებისა და გავლენის მოხდენით. ყოველთვის 110%-ით იხარჯება. კვარაცხელია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ის შთამბეჭდავია, ვინც ფეხბურთს თამაშობს, ესმის, რომ ეს ბიჭი ფენომენია, მხოლოდ დიდი ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი მიდგომა აქვს“, - თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა, MLS-ში კი გასულ ზაფხულს გადავიდა. ის 2021 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.140733