ფეხბურთი

17:45 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაუ კანსელუ: “კლუბის მსგავსად მეც წარმატების სურვილი მამოძრავებს“

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი ჟოაუ კანსელუს „ბაიერნში“ გადასვლა იყო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში პირველი პრესკონფერენცია გამართა:



„ჯერ-ჯერობით დიდებული გრძნობა მაქვს დაუფლებული. ვიცი თუ რამდენად დიდი კლუბია „ბაიერნი“. მსურდა მოთამაშეებთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მევარჯიშა. „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის ის, რომ ამ ექსტრაორდინალურ მოთამაშეებთან ერთად ვითამაშო. ვიცი, რომ ეს კლუბი ტიტულებით ცხოვრობს და მეც წარმატების სურვილი მამოძრავებს.“ - განაცხადა კანსელუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მცველი მიუნხენურ კლუბს სეზონის დასრულებამდე იჯარით, „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. „ბაიერნს“ მისი გამოსყიდვა იჯარის დასრულების შემდეგ შეეძლება.

ჟოაუ კანსელუ „ქალაქელებს“ 2019 წელს შეუერთდა და 154 მატჩში 9 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132745