ფეხბურთი

16:39 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის „ჩელსიმ“ დაადასტურა: ენცო ფერნანდესი ლურჯია!

არგენტინელი ნახევარმცველის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა. ენცო ფერნანდესი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.



არისტოკრატებმა მსოფლიო ჩემპიონის სანაცვლოდ სარეკორდო, 121 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ბონუსების სახით თანხა კიდევ დაემატება.

მისი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ენცო ფერნანდესიც გრძელვადიან კონტრაქტს გაფორმებს.

ენცო ფერნანდესმა „ბენფიკაში“ 1.5 წელი გაატარა, 29 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კატარის მუნდიალზე მან არგენტინის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11115