კალათბურთი

15:46 | 1.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება საბრძოლო სულისკვეთებამ და აგრესიულობამ მოგვიტანა“

ევროლიგის 22-ე ტურში სერბული „ცრვენა ზვეზდას“ დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა:



„მსგავს სიტუაციაში ხშირად ვყოფილვართ, როდესაც პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა მესამე მეოთხედში ენერგია გვეცლებოდა. დღეს საკუთარი თავი 40 წუთის განმავლობაში მედგრად გვეჭირა, მხოლოდ რამდენიმე ცუდი მომენტი გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, ჩვენმა საბრძოლო სულისკვეთებამ დაცვაში და აგრესიულობამ შეტევაში, გამარჯვება მოგვიტანა. ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ, რადგან წინ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება.“ - განაცხადა შენგელიამ

„ვირტუს ბოლონიამ“ „ცრვენა ზვეზდა“ 84:72 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი პარკეტზე 26 წუთი გაატარა და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა .

მომდევნო მატჩს „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე 9 თებერვალს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:33 | 05.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

ამან ზიდანს ბურთი აუღო ფინალში სასწაული.ეგ რომ გასულიყო ეთამაშა კანავაროს მაგრად მერე)))))

15:39 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

ზუსტად ეს მმატებს ღირსებას მეტს იქაც ჩაყევი სადაც უჭირდა; ყველაფერი ოქროში ამოვლებულ&მოვარაყებული ბურთი ხომ არაა!!!

15:51 | 05.12.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ჩემი აზრით სწორედ მაგიტომ უნდა მიეცათ "ბურთი", გარდა იმისა რომ სეზონიც დიდებული ჰქონდა.

14:50 | 05.12.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

მაშინაც ვერ ჩასწვდნენ ნიუანსის სიდიადეს, ისევე რიგორც წელს. 2006 - ბუფონი, 2019 - ვან დეიკი.

15:32 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

მე ზიზუს გადავცემდი! იმ არბიტრის კაბიან დედლებს რო დავატენე

15:34 | 05.12.2019
Sport With pleasure (4571)

.. არ იყო მსოფლიო ჩემპიონი ¿! რომ არ გაეგდოთ

15:14 | 05.12.2019
Javshana (3011)

ბუფონმა კარგად კი ითამაშა მარა კანავაროს სასწაულმა თამაშმა უფრო გადაფარა ბუფონის თამაშიც და არამარტო მისი, თამაშში კაცს ვერ სცდებოდნენ და ერთ თამაშში რამოდენიმე ჩაშლა ართმევას აკეთებდა, რამდენი ბურთები არ მივიდა ბუფონამდე თორე დავინახავდით რამდენს მოიგერიებდა :დ მასე ზიდანმაც მაგრად ითამაშა და იმასაც ეკუთვნოდა,

14:53 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

++++++++

0.063464