სხვა

13:43 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური კომიტეტი რუსეთს და ბელარუსს სანქციებს არ მოუხსნის

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების საწინააღმდეგოდ, რომელშიც ნახსენები იყო, რომ რუსეთის და ბელარუსის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების საკითხი, როკ-მა განცხადება გამოაქვეყნა, რომ ამ ქვეყნებს სანქციებს არ მოუხსნის.



„რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფოებისა და მთავრობების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გადახედვას არ ექვემდებარება. ისინი ერთხმად დადასტურდა 2022 წლის 9 დეკემბერს გამართულ ოლიმპიურ სამიტზე და აღარ შეიცვლება“ - განაცხადა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ეს სანქციები მოქმედებს მთავრობის პირებზეც. ვერცერთი სახელმწიფოს ლიდერი თუ სამთავრობო პირი ღონისძიებას ვერ დაესწრება.

პირველად გავრცელებულ ცნობებს უკრაინის პრეზიდენტიც გამოემხაურა, როდესაც მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ოლიმპიადაზე დაშვება იქნება იმის გამოხატულება, რომ ოლიმპიური კომიტეტი ტერორს უჭერს მხარს, უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა კი განაცხადა, რომ ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში, უკრაინა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებდა.

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა 2024 წლის 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

თეგებიპარიზი 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116937