ჩოგბურთი

13:17 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზეც ითამაშებს

აშშ-ის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ქვეყანაში 11 მაისს მოიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე თამაშს შეძლებს.



სერბმა ჩოგბურთელმა ვაქცინის არ ქონის გამო 2022 წელს როგორც ავსტრალიის, ასევე ამერიკის ღია პირველობები გამოტოვა. მიმდინარე წელი ნოლემ შესანიშნავად დაიწყო და ავსტრალიაში დაბრუნებისთანავე წლის პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო. ფინალში მან სტეფანოს ციციპასი 3:0 დაამარცხა.

აშშ-ის მთავრობამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით გამოსცა ბრძანება, რომ 11 მაისს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სერბი ჩოგბურთელი ამ ტურნირზე შეძლებს მონაწილეობის მიღებას, რადგან US OPEN 2023 28 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობის ტურნირი სამჯერ, 2011, 2015 და 2018 წელს აქვს მოგებული.

0.104448