ფეხბურთი

12:50 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ კვარაცხელიას შეძენა 2019 წელსაც სურდა, თუმცა მაშინ 25 მილიონი დაუფასეს

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ საინტერესო დეტალს იხსენებს. ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კრისტიანო ჯუნტოლი ქართველ ტალანტს 2019 წლიდან ადევნებდა თვალს.



კარგად ვიცით, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქართველმა კი ყაზანის „რუბინი“ დატოვა და სათამაშოდ ბათუმში ჩამოვიდა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ კრისტიანო ჯუნტოლი ქართველის თამაშს თვალს 2019 წლიდან ადევნებდა და როდესაც მისი ფასით დაინტერესდა, ყაზანელებისგან 25 მილიონი ევრო მიიღო პასუხად. იგი ბოლომდე ყურადღებით აკვირდებოდა ქართველის სიტუაციას და ცდილობდა საუკეთესო შეთავაზება გაეკეთებინა „რუბინისთვის“.

საბოლოოდ, „ნაპოლისთვის“ ყველაფერი კარგად დასრულდა. კვარაცხელია იტალიურ გუნდში მაინც აღმოჩნდა და თანაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. მან იტალიაში ფეხი შესანიშნავად მოიკიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 9 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

0.111821